გიორგი კვირიკაშვილი: ვიზალიბერალიზაციას არ ემუქრება საფრთხე

დამერწმუნეთ, ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ჩართული ვართ კომუნიკაციაში, ძალიან გვინდა, რომ მალე მოხდეს ეს ამბავი – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
მთავრობის მეთაურმა მედიასთან კომენტარი ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილი ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას საფრთხე არ ემუქრება.
„ვიზალიბერალიზაციას არ ემუქრება საფრთხე, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უდიდესი სიკეთე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/videos/591800724498289/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშისარვამარტო ღონისძიება ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში
შემდეგი სტატიაგუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს