გიორგი კვირიკაშვილი: ვიქტორ დოლიძის განცხადება არის ძალიან შორს სიმართლისგან, რაც ვფიქრობ, ემოციებისგან მოუვიდა

ვიქტორ დოლიძის განცხადება არის ძალიან შორს სიმართლისგან, რაც ვფიქრობ, ემოციებისგან მოუვიდა,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. კაბელების საქმეზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებები არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს.

„ეს არ არის სწორი განცხადება, რაც გინდა ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს ვიქტორ დოლიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მას არავინ სთხოვს პროკურატურის პოზიციის დაცვას, მაგრამ მინიმუმ მეორე მხარეს არ უნდა გაააკეთოს კომენტარები, მით უფრო, რომ ამ კომენტარს სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ჩვენ ვენდობით ინსტიტუციებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში მოქმედებენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილელები არავითარ შემთხვევაში არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს არც დღეს და არც გასული 4 წლის განმავლობაში, არც ერთ მომენტში ეს ასე არ ყოფილა,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუფასო სამედიცინო გამოკვლევები და მედიკამენტები დევნილებისათვის – აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მორიგი აქცია
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საიუბილეო საღამოს დაესწრო