გიორგი კვირიკაშვილი: ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე გახდა.

„ვიქტორ დოლიძე გახლდათ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტიური წევრი და პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულების გაძლიერებაში. მას აქვს კარგი კონტაქტები და დასავლური სამყარო იცნობს, როგორც გამოცდილ და კარგ დიპლომატს. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში. ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში. ვიქტორ დოლიძე პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ურთიერთობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე, მიუხედავად იმისა კოალიციის სახელით უწევდა ამ საქმის კეთება თუ ამ სტატუსის გარეშე. ვულოცავ ბატონ ვიქტორს ჩვენს გუნდში დაბრუნებას“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ დოლიძის დახასიათებისას.

banner
წინა სტატიაში„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სამი ახალი დეპუტატი ეყოლება
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი ოთხი წელი განვითარებაზე ორიენტირებული იყოს