გიორგი კვირიკაშვილი: ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ

news
ავტ.: news ივნისი 14, 2016 11:49

გიორგი კვირიკაშვილი: ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების შემდეგ პარლამენტში დარჩენას არ აპირებს.

ამ შინაარსის განცხადება პრემიერმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

“გუშინ ატყდა ერთი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისათვის, გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება.

news
ავტ.: news ივნისი 14, 2016 11:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics