გიორგი კვირიკაშვილი: წასვლის მომენტი ჯერ არ დამდგარა

“მინდა გავაკეთო მოკლე განცხადება, ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ხალხის გვერდით, სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან, გავაკეთე ეს მიუხედავად იმისა რომ ყველა მეუბნებოდა და ვიცოდი რომ პროვოკაცია იყო მოსალოდნელი. ყველამ დაინახა რომ იქ მდგომი ადამიანების უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად ჩემი იქ მისვლა,მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება სიტყვით გამოვსულიყავი.

ხვალ დილიდან შს სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიების პროცესში და ვიცე პრემიერი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს, ის იქნება ხელმძღვანელი და ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ პროცეს.

დღეს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მიიღო გადაყწვეტილება. უახლოეს ვადაში შეიკრიბება პარლამენტი დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც იქნება უმცირესობა წარმოდგენილი ურმავლესობის სახით და უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას.

მესამე საკითხია, მთავარი პროკურორის საკითხი, მე ვფიქრობ რომ შოთაძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა. გამომდინარე აქედან უნდა დავიწყოთ ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი, მე დავალება უკვე მივეცი იუსტიციის მინსიტრს რომ მაქსიმალური ჩართულობით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი. პროცესში უნდა იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის ყველა ფრაქცია რომ არცერთი მისხალი ეჭვი პიროვნულ რეპუტაციაზე ახალ პროკურთან მიმართებაში არ არსებობდეს. ასევე მინდა გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე რა ხარისხითაც ისინი მოინდომებენ ინფორმაციის მიღებას და ჩართვას პროცესში იქნებიან მაქსიმალურად ჩართული.” – განაცხადა პრემიერმა.

 

 

https://youtu.be/oswK87I3KVI

 

 

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე გიორგი მარგველაშვილს აქციაზე მისვლისკენ, ხოლო მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილს აქციაზე ბოთლები ესროლეს