გიორგი კვირიკაშვილი: ტრაგედიით სპეკულირება არასწორია

სამხედრო წვრთნების დროს დაარგული ორი ჯარისკაცის გადარჩენას ადგილზე მყოფი სამხედროები ცდილობდნენ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა მისი თქმით, აუცილებელია, გამოძიება ჩატარდეს. “ძიება შეწყვიტა თურქულმა გემმა, ვინაიდან მათი შეხედულებით, შესაძლებლობები ამოწურეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძებნა, მაქსიმალურად გავწიოთ ძალისხმევა, რომ ვიპოვოთ ჯარისკაცები. ეს უდიდესი ტრაგედიაა. ამიტომ, ტრაგედიით სპეკულირება არასწორია. დარწმუნებული ვარ, ეს დიდი ტრაგედიაა იმ სამხედროებისთვის, რომლებიც ერთად იყვნენ იმ მომენტში”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ აჭარაში ავტონომია არ იგძნობა
შემდეგი სტატიაივანიშვილი: ბურჭულაძე ჩვენთან შეხვედრაზე უგულავას ნაჩუქარი საათით მოვიდა