გიორგი კვირიკაშვილი : თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის ხელისუფლება

ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის განცხადებით, საქართველოში არის უპრცედენტოდ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუკი ვინემა დაინტერესებული მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებით, ეს საქართველოს ხელისუფლებაა.

„მინდა ვთქვა, რომ რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, რა ინფორმაციებიც ვრცელდება, ეს გამოძიებული უნდა იყოს, ჩანაწერების ავთენტურობაც უნდა დადგინდეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია – თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს, ეს არის უპირველესად საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს 4-თვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, უპრცედენტოდ ხანგრძლივი. ჩვენ მოვიწვიეთ რაც შეიძლებოდა მეტი დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან მთელს წინასაარჩევნო პროცესს. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის განცხადებით, საქართველოში არის უპრცედენტოდ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი რაოდენობის იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ოპერაციისათვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიიყალთოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ,,ნაციონალური მოძრაობის” მცდელობის მიუხედავად, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის