გიორგი კვირიკაშვილი: თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ ის მიმართულებები, რაზეც ფოკუსირებას მოვახდენთ

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას ბიზნესის წარმომადგენლებთან, საინტერესო შეთავაზებები აქვს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყების წინ აღნიშნა, მთავრობას ბიზნესმენებისგან, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, აზრის მოსმენა სურს.

“ჩვენ თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ ის ძირითადი მიმართულელები, რაზეც მთავრობის მუშაობის ფოკუსირებას მოვახდენ. გამოკვეთილი ოთხი ძირითადი მიმართულება: პირველი, ეს არის სამუშააო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის რეფორმები. ეს რეფორმები შეგვიძლია რამდენიმე ძირითადი ქვეპუნქტით შემოვფარგლოთ, ეს არის საგადასახადო რეფორმა, რომელსაც თან ახლავს როგორ საკნომდებლო, ისე ადმინისტრაციული ნაწილი. მხედველობაში მაქვს მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა და გადასახადისგან გათავისუფლება, ასევე მაქსიმალურად რეგლამენტირება საგადასახდო ადმინისტრაციული ორგანოების და მათი მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტირება, რათა დროში შემოფარგლული იყოს თითოეული შემოწმება, ეს არის ასევე ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან წინასწარი პატიმრობები. ასევე, ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაცია. მთლიანობაში, ამასთან დაკავშირებით, გვინდა თქვენი მოსაზრებები მოვისმინოთ”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაერო: ასობით ათას სირიელს შიმშილით სიკვდილი ემუქრება
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების სხდომაზე თბილისის მერიის წარმომადგენლები არ მივიდნენ