გიორგი კვირიკაშვილი : ტატუნაშვილის გადმოსვენება კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება დმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფი საქართველოს ორი მოქალქის გადმოცემაც.

„არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აღარ გავაკეთებ შეფასებებს. ბევრი საუბარი იყო ამაზე. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ცხედრის გადმოსვენება.

სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ასევე არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა“, – განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიAMNESTY INTERNATIONAL ტატუნაშვილის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – მთავარია, რომ ორივე რეზოლუცია არის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული