გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შემდეგ ვანში არსებულ ვითარებას ეცნობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სტიქიის შემდეგ ვანში არსებულ ვითარებას ეცნობა.

სოფელ სულორში სტიქიის შედეგად 50-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. პრემიერი სოფლის მცხოვრებლებსაც გაესაუბრა და მათ დახმარებას დაპირდა. პრემიერ-მინისტრმა, სტიქის გამო, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გადადო. გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შემდეგ არსებულ ვითარებას სამეგრელოს რეგიონშიც გაეცნობა.

პრემიერთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშივანში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს ელოდებიან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დასაველთ საქართველოში მასშტაბური სტიქიაა და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საკმაოდ მძიმედ შედეგები გვაქვს