გიორგი კვირიკაშვილი სოფელ აბედათის მოსახლეობას სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოკლე ვადაში აღდგენას დაპირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში იმყოფებოდა, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოკლე ვადაში აღდგენას დაჰპირდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სოფელში უახლოეს ხანში შევა შესაბამისი ტექნიკა, რომლითაც გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ თამაკონში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში იმყოფებიან მინისტრები, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: სტიქიის შედეგებს მაქსიმალურად მალე აღმოვფხვრით
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი : ვარშავიდან მივდივართ უფრო მეტად დაცული საქართველოთი