გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა.

პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში არსებული თანამშრომლობა განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს.

პრემიერ-მინისტრებმა გამოხატეს სრული მზაობა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

მხარეებმა ეკონომიკის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს. ხაზი გაესვა ქართულ- სომხური მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარების მნიშვნელობას.

გაფართოებულ შეხვედრას დაესწრნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ხოლო სომხური მხრიდან-ვიცე-პრემიერი, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი ვაჩე გაბრიელიანი, ენერგეტიკის მინისტრი ლევონ ეოლიანი და ტრანსპორტის მინისტრი გაგიკ ბეგლარიანი.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურ მოძრაობაში” ბრალდებებს ეხმაურებიან და ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაოზურგეთის თეატრის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა