გიორგი კვირიკაშვილი: სისასტიკის სამიზნე თავისუფლებისა და ოცნების ქვეყანა აღმოჩნდა

აშშ-ში ქალაქ ორლანდოში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი კვირიკაშვილი მომხდარი ტერაგედიის გამო ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს:
“შეძრწუნებული ვარ თავზარდამცემი ტერაქტის გამო, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ასეთი სისასტიკის სამიზნე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს მოქალაქეების თავისუფლებისა და ოცნების ქვეყანა.
ეს ტრაგედია, არის ძალიან მკაფიო სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აასმაგებს მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას.
ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს, თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ.”- აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიალკოჰოლური სასმელებით დატვირთული ავტომანქანის ქურდობისთვის ხობში ერთი პირი დააკავაეს
შემდეგი სტატიასაია საქალაქო სასამართლოს Chek in Georgia-სთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს