გიორგი კვირიკაშვილი : სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტის გამოსვლიდან გაცილებით მეტს ველოდი

მოლოდინი მქონდა, რომ ამ რანგში პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, უფრო მეტი ანალიზით, უფრო კონცეტრირებული, მეტი ანალიზი იქნებოდა პრობლემების და ასევე გზებზე იქნებოდა საუბარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობაზე და პრობლემებზე, რასაც მთავრობა არათუ არ უარყოფს, არამედ ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.

„მან ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობაზე და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ არ ვუარყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართებაში. მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობაზე და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როცა თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ მათ შორის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები და ა.შ.

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს გაცილებით უფრო ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და უფრო მეტი უნდა ესაუბრა, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო მეტი გამაერთიანებელის ფუნქცია უნდა გამოეჩინა.

სიმართლე გითხრათ, ამ გამოსვლიდან გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის ცვლილებისათვის საფუძვლის ჩაყრა უვადოდ გადაიდო
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: “ველოდი უფრო შინაარსობრივ გამოსვლას, მათ შორის, ჩვენი მიმართულებითაც”