გიორგი კვირიკაშვილი : შსს-ს როლი არის უმნიშვნელოვანესი, რათა უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შსს-ს როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ, უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში.

„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონო გიორგი, თქვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ, უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნას დაცული“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისა და ხმის „საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“ მიცემისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი – დარწმუნებული ვარ, არჩევნების დღე აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლის