გიორგი კვირიკაშვილი შსს-ს დავით გერლიანის დაკავებისთვის მადლობას უხდის

ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შსს-ს ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის დაკავებისთვის მადლობას უხდის.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შსს-მ ძალიან ეფექტური ღონისძიების შედეგად, სავარაუდო დამნაშავე დააკავა.

“მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური ღონისძიებისათვის, როდესაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ძალიან ეფექტურად, სამი დღე-ღამის განმავლობში ფაქტობრივად მთელი სამინისტრო მუშაობდა განუწყვეტელ რეჟიმში და ძალიან ეფექტური ღონისძიების შედეგად მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სპეციალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს, როგორ მოხდა დამანაშავის შემოსვლა საქართველოში.

“გასარკვევია საიდან მოხდა შემოსვლა, როგრო მოხდა ამის ხელშეწყობა და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რაც ვფიქრობ, რომ ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცეს და კიდევ ერთხელ მინდა მინისტრს გადავუხადო მადლობა ეფექტური ჩატარებული ღონისძიებისათვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: კიწმარიშვილის საქმეზე კითხვები არსებობს, ვიწყებთ მასალების შესწავლას
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება მთავრობის ღირსების საკითხია