გიორგი კვირიკაშვილი შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს.

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელის ერთ-ერთი გამორჩეული შვილის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის, შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. შიმონ პერესი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა ისრაელის ისტორიაში. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში; თანამედროვე ისრაელი სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. იგი იყო პოლიტიკოსი, რომელმაც კარგად იცოდა მშვიდობის ფასი და დაუღალავად იბრძოდა ადამიანების სიმშვიდისათვის. შიმონ პერესმა მისი მოღვაწეობის შედეგად შექმნა მყარი ფუნდამენტი მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომი განმტკიცებისთვის ისრაელსა და რეგიონში. ამ რანგის პოლიტიკური ფიგურების არსებობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე მსოფლიოსათვის და გვჯერა, მისი მემკვიდრეობა იქნება სამაგალითო გამოცდილება მომავალი სახელმწიფო მოღვაწეებისა და ახალი თაობებისთვის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის – ისრაელის მთავრობასა და ხალხს ამ დიდი დანაკლისის გამო”, – აღნიშნკა გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყება
შემდეგი სტატიაგია ცაგარეიშვილი : ბურჭულაძე ფაქტობრივად აღარ დარჩა, კიდურები ჩამოაჭრეს, დაკარგა სახე