გიორგი კვირიკაშვილი: შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ბრიუსელში მომხდარ აფეთქებას, თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობას უწოდებს.

“შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა – ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდით არის. ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობასა და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში13 ქართველი დეპუტატი ბრიუსელში იმყოფება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: აღშფოთებული ვარ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტით