გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა

KVIRIKA-MAKEINIპრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების გზაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უალტერნატიობას. აღინიშნა შეერთებული შტატების აქტიური როლი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.
საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული მდგომარეობა . აღინიშნა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.
პრემიერ-მინისტრმა სენატორს საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგი გააცნო.
სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა

banner
წინა სტატიაშიანიატ აიტანიანი:”სომხეთში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა”
შემდეგი სტატიანიკა მელია განცხადებას ავრცელებს