გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში ნატო-ს პირველ საერთაშორისო სამიტს ჩვენთვის უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს

ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველოში ნატო-ს პირველ საერთაშორისო სამიტს ჩვენთვის უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთხელ მოხდა ხაზგასმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის.

„განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს ხალხის სურვილს, იყოს ალიანსის წევრი, რაც შეუქცევადია. ყველა ქვეყანამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში. თავდაცვისუნარიანობის განტკიცება უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, წინა წლებში საქართველოს სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე იყო გაკეთებული დიდი აქცენტი. ვინაიდან ჩვენი ძალები თავსებადია ნატო-ს ძალებთან, ამიტომ აქცენტი იქნება გადატანილი თავდაცვისუნარიანობიოს განტკიცებაზე. მივესალმები გენერალური მდივნის განცხადებას, რომ ეს რეფორმები უპირველეს ყოვლისა არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ მოქალაქეთა პირობები გაუმჯობესდეს. არაერთი ქვეყანა, რომელიც ესწრება სამიტს, ორმხრივ ფორმატში უწევს დახმარებას საქართველოს და ამ ორმხრივ პაკეტებზეც იყო საუბარი. შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველოს ჩართვა მნიშვნელოვანია, რაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს ამ ოჯახთან“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენებრგი: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეკრება თბილისში ადასტურებს ნატო-ს ძლიერ მხარდაჭერას
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ველოდებით, რომ მომავალი არჩევნები დააკმაყოფილებს დემოკრატიულ სტანდარტებს