გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო იწყებს მომზადებას, რათა ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩვენს ქვეყანაში ჩავატაროთ

საქართველო იწყებს მომზადებას დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისთვის, რათა მოვამზადოთ ყველაფერი, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩვენს ქვეყანაში ჩავატაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, დავოსში ჩასვლამდე, ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან.

„ეს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს ასევე მოიტანს უამრავ ახალ ინვესტიციას, ახალ სამუშაო ადგილს და საქართველოს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საერთაშორისო მასშტაბით. შთაბეჭდილება, რომელიც აბსოლუტურად ყველას დარჩა იმ კომენტარებიდან, რომლებიც მოვისმინეთ, არის ის, რომ საქართველო განვითარების ძალიან სწორ გზას ადგას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში შეხვდა.

შეხვედრაზე თომას ბახმა დადებითად შეაფასა პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში სპორტის განვითარების კუთხით მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიზაზა სოფრომაძე – საქართველოში მენინგოკოკცემიის განვითარებისა და ლეტალობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – დავოსში გამართული თითოეული შეხვედრა კონკრეტულ შედეგზე იყო ორიენტირებული