გიორგი კვირიკაშვილი : საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი

აქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ იან კელისთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, გასული წელი განსაკუთრებით აღსანიშნავი და სამაგალითო იყო.

„საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.

ელჩი კელი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს და სამშობლოში ბრუნდება. მე მას წარმატებებს ვუსურვებ!

ვიმედოვნებ, იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა კიდევ არაერთხელ ეწვევიან საქართველოს, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ჩვენ მათ ყოველთვის სიხარულით ვუმასპინძლებთ.

საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი დიპლომატიურ საქმიანობას და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს.

banner
წინა სტატიაში“პროკურატურა ახორციელებდა ჩემს მიმართ ფარულ მოქმედებებს“ – კორტების საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცააძის და
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილების გამო ოჯახი ხელისუფლებას მადლობას უხდის