გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 19, 2018 18:16

გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს

მნიშვნელოვანი

  • შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  განაცხადა.

სხვა სტატიები

შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  განაცხადა.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მსჯელობა მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა, პრემიერი აცხადებს, რომ კანდიდატებზე გუნდი არ ჩამოყალიბებულა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ჯერ წინასწარი საუბრების დონეზეა და მის კანდიდატურას ამ პოსტზე კატეგორიულად გამორიცხავს.

„რაც შეეხება ჩემი კანდიდატურის განხილვას, მედიაში ეს თემა პერიოდულად აქტიურდება. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია. მე, ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ვახორციელებ იმ პროგრამას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან დადებით დინამიკას განაპირობებს.

ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია სრული კონსოლიდაცია და დაწყებულ საქმეებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. ამ სიტუაციაში, ჩემი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე განხილვა უადგილოც არის, ჩემთვის უინტერესოც, და ვფიქრობ, მუდმივად ამ თემის მუსირება ჩვენი გუნდისთვისაც დამაზიანებელია“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 19, 2018 18:16

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics