თინათინ ხიდაშელის, გიგლა აგულაშვილის და პაატა ზაქარეიშვილის თანამდებიობიდან წასვლის შემთხვევაში, მათი შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს

kocna1პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს.

როგორც პრემიერმა „ქრონიკის სტუდიაში“ განაცხადა, „რესპუბლიკელი“ მინისტრების – თინათინ ხიდაშელის, გიგლა აგულაშვილის და პაატა ზაქარეიშვილის თანამდებიობიდან წასვლის შემთხვევაში, მათი შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს.

„წინასაარჩვენოდ კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური სარეფორმო გეგმა და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს. როდის მოხდება, რომელ დღეს, ამაზე მკითხაობას არ დავიწყებ. ჯობს დაველოდოთ, ცვლილებები იქნება.

რომ ვთქვა არ მყავს შერჩეული, არასერიოზული იქნება, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, „რესპუბლიკელი“ მინისტრების წასვლა მოსალოდნელია, თუმცა ამაზე არ უსაუბრიათ. ჩემი მოვალეობაა, რომ ვიფიქრო და რა თქმა უნდა, მყავს გარკვეული კანდიდატურების ჩამონათვალი, რომლებსაც ვიხილავ“, – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებიც შეაფასა და განსაკუთრებული სიმპათია ეკონომიკის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართ გამოხატა.

„არიან მინისტრები, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი პრეტენზია არ მაქვს. არიან მინისტრები, რომელთანაც მუშაობა საჭიროა. თუ გემოვნებაზე ვსაუბრობთ, გამოვყოფ ეკონომიკის მინისტრს. საგარეო საქმეთა მინისტრიც ჩემი წარდგენილი კანდიდატურაა და ვფქირობ, რომ ორივე კარგად ართმევს თავს მოვალეობას. მათ გარდა არაერთი მინისტრი ძალიან წარმატებულია“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიჯამალას საქართველო დაეხმარება – კულტურის მინისტრის დაპირება
შემდეგი სტატიაევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას კახა მამულაშვილი ”მამულიჩა” ავრცელებს