გიორგი კვირიკაშვილი: საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამატებით 2 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი დასრულდა ხელშესახები, კონკრეტული შედეგით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც გიორგი კვირიკაშივლმა აღნიშნა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის დადასტურება ძლიერი მხარდაჭერის და მნიშვნელოვaნია, რომ ეს ვიზიტი შედგა ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კიდევ ერთხელ დადასტურებაა.

პრემიერის განცხადებით, ხელმოწერილი მემორანდუმი, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, ახალ ჩარჩოს ქმნის ამ მიმართულებით.

“ასევე, მემორანდუმი განათლების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც “ფულბრაითის” პროგრამის მიხედვით აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას, რომლებსაც ექნებათ საშუალება, ამერიკის შეერთბულ შტატებში მიიღონ განათლება. მნიშვნელოვანი, აგრეთვე, პროგრამა USAID-ის დაფინანსებით, ეს არის პროგრამა “ზრდა”, რომელიც მიმართულია, ფოკუსირებულია კონკრეტულად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაზე, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში 2 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება, პროგრამა 11 ათას ოჯახს შეეხება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი შედეგები, რომლითაც ეს ვიზიტი დასრულდა. მინდა, მოგილოცოთ ეს შედეგები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“ჯონ კერიმ გვთხოვა ყველას, ფოკუსირებული არ ვიყოთ პირად საკითხებზე და გავაკეთოთ აქცენტი საქართველოს მომავალზე”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი