გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს წარადგენს

ზუგდიდში, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს წარადგენს.

მმართველი პარტიის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ოცნების კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ალტერნატივა არ ჰყავთ.

„ჩვენი კანდიდატები არიან კარგი მენეჯერები, რომლებიც უყვარს ხალხს. დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ღირსეულად გაიმარჯვებენ. ისინი მოდიან არა დაპირებებით, არამედ მუნიციპალიტეტების განვითარების კონკრეტული გეგმებით. გვჭირდება ახალი პროექტები, რომლებიც ჩვენს რეგიონს განავითარებს ინფრასტრუქტურულად. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ადამიანები ღირსეულად გაართმევენ თავს დაკისრებულ ამოცანას“, – განაცხადა დავით კოდუამ.

წარდგენის ცერემონიამდე ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – გინდათ იყოთ მაჩანჩალები – არ მოგვცეთ ხმა, გინდათ იყოთ ლიდერები – მოგვეცით ხმა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ინდოეთის რესპუბლიკაში