გიორგი კვირიკაშვილი: სამართლიანობის აღდგენა, ერთ-ერთ რთულ გამოწვევად რჩება

kvirikashvilifotoooარ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ემოციურად მქონია მომენტი, როდესაც სხვა გადაწყვეტილების მიღება მდომებია, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფო ბიუროკრატიას გააჩნია თავისი სამართლებრივი ჩარჩოები, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტის კითხვაზე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„მეც გამაჩნია განცდა, რომ შესაძლოა ეს პროცესები დასაჩქარებელი იყოს და ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ სახელმწიფოს გააჩნია სამართლებირივი ჩარჩოები. მაგრამ თუ ერთი, ორი შემთხვევა მაინც არსებობს ისეთი, ვინც დათმო ქონება, მაგრამ სანაცვლოდ აიღო სხვა ამ საქმეებს ესაჭიროება გამოკვლევა. გეთანხმებით, რომ დღეს ბევრი ადამიანი ცხოვრობს ისეთი შეგრძნებით, რომ მის მიმართ სამართლიანობა დარღვეულია, პირობას ვიძლევი რომ მაქსიმალურად შევეცდებით ეს პროცესები დავაჩქაროთ.“- განაცხადა გიორგო კვირიკასვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ “რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას
შემდეგი სტატია“ის რომ, უშიშროება 24 საათის განმავლობაში მორიგეობს კადრების დასაბლოკად მარაზმია”