გიორგი კვირიკაშვილი: საარჩევნო დაპირებები იყო გადაჭარბებული

2013 წელსაც ვთქვი, რომ საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში იყო გადაჭარბებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმე გადააგდო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, არა მარტო ეს საარჩევნო დაპირებები იყო მიზეზი იმის, რომ ხალხმა ხმა მისცა “ქართულ ოცნებას”.
“სამწუხაროდ, ძალიან ბევრი იმ ექსპერტის წინასწარი ანალიზი, რომელიც ჩართული იყო წინასაარჩევნო პროცესში, ზოგჯერ იყო გადაჭარბებული. ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არ იყო ავანტურა ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ტარიფების ზრდას, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ დონის, 45%-იანი დევალვაციის პირობებში, შეუძლებელია მარეგულირებლებმა არ მიიღონ ასეთი გადაწყვეტიება, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებების გარეშე უბრალოდ ფუნქცონირებას შეწყვეტენ ის სუბიექტები, რომლებიც ამ ბიზნესშია არიან ჩართული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მზად ვარ, მოვიყვანო ზაზა ჭაია, ჩვენება მაინც მოგვცეს“ – მღებრიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე
შემდეგი სტატიაქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია, სწორედ მან მიირო გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მოხსნაზე