გიორგი კვირიკაშვილი: “რესპუბლიკელი” მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას

რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მისივე შეფასებით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილება” ნორმალური და მისაღებია.
“ვთვლით, რომ ნორმალური და მისაღებია, როდესაც “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა არჩევნებში. “რესპუბლიკელების” მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მთავრობაში მუშაობას. მიუხედავად “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულებრივად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ჩვენ აღვადგენთ ერთიან, ძლიერ, აყვავებულ ქვეყანას, რომელიშიც იცხოვრებენ ჩვენი შვილები
შემდეგი სტატია“ეს საქართველოს გამოწვევაა” – პაატა ზაქარეიშვილი ფარული კადრების გავრცელებაზე