გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ევროპაში

ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ევროპაში ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, – ასეთი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ჩავა.

”მრავალი თაობის ოცნების ასრულების გზაზე, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ფართოდ იქნება ეს კარი გახსნილი უკვე მომავალი თაობებისთვის. სწორედ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას. ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება. მჯერა, მალე ჩვენ ღირსეულად შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში და ჩვენს წვლილს შევიტანთ მის მრავალფეროვან კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია სკანდალურ ბრიფინგს აანონსებს