გიორგი კვირიკაშვილი : ქართულში სახელწოდება ლიეტუვას დამკვიდრება დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტისთვის დადებითი ფონის შემქმნელი ნაბიჯია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ასეთი მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა, მით უმეტეს, როდესაც დღეს საქართველოში ჩამობრძანდება ლიტვის პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ლიეტუვამ 3 მაისს, ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, აღიარა საქართველოს ავთენტური დასახელება Sakartvelo (Sakartvelas), რომელიც მანამდე მოხსენიებულ სახელ Gruzia-თან იქნება გამოყენებული.

„ჩვენი მხრიდან ანალოგიური ნაბიჯის გადადგმის საკითხი შეისწავლა საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც შედიან ისეთი ავტორიტეტული ენათმეცნიერები, როგორებიც არიან – მზექალა შანიძე, თამაზ გამყრელიძე, შუქია აფრიდონიძე და ა.შ. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მხრიდან ასევე გადაიდგას საპასუხო ნაბიჯი და ამ ქვეყნის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva), გამოყენებული იყოს აქამდე გამოყენებულ ლიტვასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ასეთი მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა, მით უმეტეს, როდესაც დღეს საქართველოში ჩამობრძანდება ლიტვის პრეზიდენტი. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი, დადებით ფონის შემქმნელი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში27 მაისს ევროპის მოედნის ნაცვლად რეივ-აქცია „ბასიანზე“ გაიმართება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ჩვენი თაობის, ხელისუფლების მთავარი მისია ქვეყნის გამთლიანება გახლავთ, ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ