გიორგი კვირიკაშვილი ფრიდონ სულაბერიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფრიდონ სულაბერიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს.

“მთელი გულით ვულოცავ 75 წლის იუბილეს ქართული ხალხური ცეკვის დიდოსტატს ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს. მისი ცეკვის გამორჩეული მანერა და ოსტატობა, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა, ქართული ცეკვის კლასიკურ ნიმუშად არის აღიარებული. ხელოვანისთვის ყველაზე დიდი დაფასება ხალხის სიყვარულია, რომელიც არასოდეს მოჰკლებია ფრიდონ სულაბერიძეს. ჯანმრთელობას, წარმატებებს და ხანგრძლივ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვუსურვებ ბატონ ფრიდონს. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ მრავალ თაობას აღზრდის ქართული ცეკვისა და ქვეყნის სიყვარულით”, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიმდინარე აჭარისწყალში ავტომობილის გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიახულოს მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა დაკარგულ მოხუცს ეძებენ