ზვიად კვაჭანტირაძე: გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატურაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, მომავალში კვლავ „ქართული ოცნების“ გუნდში ხედავს.

კვაჭანტირაძე ღარიბაშვილის აზრს ანგარიშგასაწევს უწოდებს და იმედოვნებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის შემდგომი გადაწყვეტილება, ქართველი ხალხისთვის მისაღები იქნება.

„ღარიბაშილი კვლავ დარჩება მმართველ გუნდში. ამ ადამიანმა ნამდვილად გააკეთა იმდენი საქრთველოსთვის, რომ მის აზრს მმართველმა გუნდმა ანგარიში გაუწიოს. მე ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობა, ბატონ ირაკლისთან ერთად, აუცილებლად გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მისი მისამართით იქნება მიღებული საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჩართვისას.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენა პარსკევს უმრაველესობის სხდომის შემდეგ გაირკვევა.

„კანონმდებლობის თანახმად, მთელი მინისტრთა კაბინეტი ხდება მოვალეობის შემსრულებელი, სანამ არ იქნება არჩეული ახალი მთავრობა. ძალიან ბევრია დაკავშირებული ირაკლი ღარიბაშილის პოზიციასთან, გააგრძელებს თუ არა ის თავის პოსტზე მოღვაწეობას, თუ არა და ჩვენ გვყავს ორი ვიცე-პრემიერი, რომელთაგანაც ერთ-ერთი აუცილებლად გაგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. თუ ვინ იქნება, ეს არის საჯარო განხილვის საგანი, რომელზეც უმრავლესობა პარასკევს იმსჯელებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა და ეს არის უპირველესად უმრავლესობის განსჯის საგანი თუ ვის წარადგენს კანდიდატურად. მე გარწმუნებთ, რომ ეს არის საერთო კონსესუსისა და საერთო განსჯის საგანი. გიორგი კვირიკაშილი არის ერთ-ერთი რეალური კანდიდატურა, მაგრამ არსებობენ სხვა კანდიდატურებიც. ყველაფერი გაირკვევა უმრავლესობის სხდომაზე უკვე პარასკევს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დროს სხვა პრემიერიც შეასრულებს იგივე მოვალეობას
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ვინ იქნება მომავალი პრემიერი, ეს არც მე ვიცი და არც უმრავლესობის წევრებმა