გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ- მინისტრის პოსტიდან გადადგა

საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიაშვილი თანამდებობიდან გადადგა. წასვლის შესახებ გადაწყვეტილება კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა..

,,მინდა ავღნიშნო რომ განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში  იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა,  რომელთანაც მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული შეხედულებები.  ვფიქრობ დღეს არის ის მომენტი როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება  გუნდი დააკომპელექტეს მისი შეხედულების მიხედვით”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

,,მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქლაქის პრემიერ-მინისტრი… მე ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე აქედან გამომდინარე ვხედვა გუნდში ახლა არსებულ განწყოებს.  მივიღე ის გადაწყვეტილება რომელიც უნდა მიმეღო.  მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას,  მადლობა ჩემს თანამშროლებს უდიდესი შრომისთვის, დიდი მადლობა ადამიანური თანადგომისთვის, გუნდის წევრებს, მინისტრებს მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს და მადლობა  პარტიის თავმჯდომარეს იმისათვის რომ მე მომეცა საშუალება მემსახურა ჯერ მინისტრის და შემდეგ პრემიერის პოსტზე. ღმერთი ფარავდეს საქართველოს”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ერთგვარად შეაჯამა საკუთარი პრემიერობის პერიოდი. დეტალურად ისაუბრა მისი ხელმძღვანელობის დროს  გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე;  ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე;  ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე; ინფრასტრუქტურლ პროექტებსა და ტურიზმის ზრდაზე.

banner
წინა სტატიაში18:30-ზე პრემიერ მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს ?!
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია