გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო მთავარი თემები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინთან შეხვედრაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და რეფორმებს, რომლებიც, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ორიენტირებულია საქართველოს ევროკავშირში უფრო სწრაფი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიმართა.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ისაუბრეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალ სამიტზე, რომელიც ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პრეზიდენტი – თითქმის 10 წლის წინ, საქართველოში გაერო-ს წესდების ფუნდამენტური პრინციპები დაირღვა
შემდეგი სტატიაისტორიაში პირველად, საქართველო ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ თავმჯდომარე გახდა