გიორგი კვირიკაშვილი პაოლო ჯენტილონის იტალიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

news
: news დეკემბერი 15, 2016 14:23

გიორგი კვირიკაშვილი პაოლო ჯენტილონის იტალიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პაოლო ჯენტილონის იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

მისალოც წერილში, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა იტალიელ კოლეგას გაუგზავნა, პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონის თბილისში ვიზიტს იხსენებს, რომელსაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

„დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, ნათლად გამოჩნდა ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიის მიმართ და ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ვანიჭებთ. ჩვენ დიდად ვაფასებთ იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე თქვენს მნიშვნელოვან დახმარებას ჩვენი შიდა რეფორმების განხორციელებაში და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში”, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ დიდად აფასებს პაოლო ჯენტილონის პირად წვლილს, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში.

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას შეიძენს და გაჩნდება ბიძგი, რომელიც გამორჩეულად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის. მჯერა, თქვენი ლიდერობით, ახალი მთავრობა წარმატებით მიაღწევს იტალიის მიზნებს“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

news
: news დეკემბერი 15, 2016 14:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics