გიორგი კვირიკაშვილი ნიცაში მომხდარ ფაქტს შემაძრწუნებელ ტრაგედიას უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარ ფაქტს შემაძრწუნებელ ტრაგედიად აფასებს და საფრანგეთის მთავრობას უსამძიმრებს.

“შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა. წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამინების, მათ შორია ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას.

ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს – ბასტილიის დღეს. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე. მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წერილში.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს” – ნაციონალური მოძრაობა საფრანგეტში მომხდარ ტერაქტზე
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს