გიორგი კვირიკაშვილი: ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ არ უნდა გავკიოდეთ, რომ ტანკის ლულა გვაქვს მოშვერილი

kvirika122პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ამასთან, კვირიკაშვილის განცხადებით, ოკუპაცია კვლავ რჩება ქვეყნის გამოწვევად, თუმცა მისი თქმით, დღეს, ქვეყანაში არის იმ დონის სტაბიულურობა, რაც განვითარების საშუალებას იძლევა.

პრემიერის თქმით, ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ ჰქონდეს ინვესტიციები, მუდმივად, ისტერიულად არ უნდა იმეორებდეს, რომ მეზობელ ქვეყანასთან პრობლემები აქვს.

“ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ნებისმიერ ფორმატში გავკიოდეთ, რომ ტანკის ლულა გვაქვს მოშვერილი და ა.შ. როგორ წარმოგიდგენიათ განვავითაროთ ეკონომიკა იმ პირობებში, რომ მუდმივად გავკიოდეთ – გვიშველეთ გადაგვარჩინეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა შევასუსტოთ იმ მიმართულებით, რომ მათ თვალში ეს პრობლემა მეორეხარისხოვანი გავხადოთ. ეს ტაქტიკის საგანია, როგორ მივიტანთ ამ გზავნილებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: იმისთვის, რომ 4 წლის შემდეგ დავრჩე ხელისუფლებაში, კომპრომისზე არ წავალ
შემდეგი სტატია“მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში დამთვარდება საძინებლებში ძრომიალი”-კვირიკაშვილი ფარულ ჩანაწერებზე