გიორგი კვირიკაშვილი – მზად ვართ, მოვსინჯოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები

მზად ვართ, მოვსინჯოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცორების საბჭოს სხდომის შემდეგ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამ მიზნით, პრემიერის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ახალ გზამკვლევზე, რომელშიც ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები იქნება ასახული.

„ჩვენ მზად ვართ და გვაქვს დიდი მოტივაცია, სრულად გამოვიყენოთ არსებული სამუშაო ჩარჩოების პოტენციალი და, ამავე დროს, ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვმუშაობთ ამბიციურ გზამკვლევზე, რომელშიც დასახული იქნება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირიდან, რათა გავაღრმავოთ მუშაობა დღეს განხილულ ყველა ასპექტზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა