გიორგი კვირიკაშვილი: მთავარი გამოწვევაა, ნერვებმა არ უმტყუნოს არავის და მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე

აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა და ჩვენი აგური დავდოთ საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგში,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დედოფლისწყაროელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წარადგინა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ და არჩევნებში მონაწილეობიკენ მოუწოდა.

მისი თქმით, არც ერთი ადამიანის ხმა დასაკარგი არ არის.

“დღეს არის აბსოლუტურად წყნარი საარჩევნო გარემო. მთავარი გამოწვევა, ნერვებმა არ უმტყუნოს არავის და მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. თითქმის ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, რომელში მონაწილეობაც უმნიშვნელოვანესია. საარჩევნო უბანზე ჩვენი არმისვლით, არავის ვაჩუქოთ ჩვენი ხმა. დღეს გამორიცხულია არჩევნების გაყალბება, მაგრამ ყველა არ მისული ადამიანი, არის დაკარგული ხმა. ამიტომ, ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს მოუწოდოთ, არის ის, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ და ყველა ხმა მიიღოს იმ ადამიანმა და იმ პარტიამ, რომელსაც ამომრჩეველი უჭერს მხარს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება პატრიოტი, საქმიანი ადამიანები, სწორედ ისეთები, როგორიც ირაკლი შიოლაშვილია.

“ირაკლის ყველა თქვენგანი იცნობს. ალბათ უხერხულიც კი იქნება მე რომ ვილაპარაკო თქვენთან მის შესახებ. ის არის მართლაც ძალიან აქტიური ადამიანი, არცერთი დღე არ მოუსვენებია აღმასრულებელი ხელისუფლება ამ რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი, ყველა თქვენგანის ხმის მიმტანი საქართველოს პარლამენტში”,-განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისოსო ფხაკაძე: ეკონომიკურ ფორუმზე გულახდილად ვთქვი, რომ ის კურსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს მისაღებია
შემდეგი სტატიალევან კალანდაძე: ბიზნესი პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისადმი