გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს.

„მინდა მოგილოცოთ ყველას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება – დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელშიც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და სრულ ნდობას უცხადებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესებს“, – აღნიშნულია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის საბილიარდოში ნაცემი პოლიციელი ბიძინა ივანიშვილის მამიდაშვილია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ჩემი ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დავით ახრახაძემ დაგეგმა