გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ქ. ლონდონში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონის მიერ ორგანიზებულ ანტი-კორუფციულ სამიტში

kvirikashviliii12 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ქ. ლონდონში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონის მიერ ორგანიზებულ ანტი-კორუფციულ სამიტში. ბ-ნი კვირიკაშვილი სამიტზე წარმოადგენს საქართველოს მიერ კორუფციასთან ბრძოლის სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და მიღებულ გამოცდილებას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები მაღალ დონეზე ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და კომპანია BP-ს ვიცე პრეზიდენტთან.
12 მაისს ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართება პრემიერ მინისტრის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.
13 მაისს პრემიერ მინისტრი სიტყვით გამოვა კვლევით ინსტიტუტ Chatham House-ში თემაზე: “Georgian Politics: The 2016 Elections and Beyond”.
ამავე დღეს გაიმართება ბიზნეს ფორუმი 100-ზე მეტი მსხვილი ბიზნეს კომპანიის მონაწილეობით, სადაც პრემიერ მინისტრი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ ბიზნესგარემოსა და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს.
13 მაისს პრემიერ მინისტრი უმასპინძლებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელსაც დაესწრებიან გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და პარლამენტის, ქ. ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ინსტიტუტებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიასა და ირინა იმერლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატია(video) ლევან ბერძებიშვილი:”პრემიერმა საპასუხო განცხადება დააგვიანა”