გიორგი კვირიკაშვილი: ამ მომენტისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს

ამ მომენტისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონაში საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მობილიზებულია ტექნიკა, ადგილზე მუშაობენ ბულდოზერები, რომლებიც გზებს გაიყვანენ.

„რამდენიმე კრიტიკული ფრონტია გმოყოფილი, მძლავრი ტექნიკა ადგილზეა მობილიზებული. დილის 6 საათამდე იმ ზონებში, სადაც არის გავრცელების საშიშროება, გზები იქნება ორგანიზებული. დილიტ როგორც კი ინათებს, გაკეთებული გვაქვს ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სახანძრო ასევე საავიაციო ტექნიკით ერთდროულად დავიწყებთ მუშაობას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბაკურიანში დამსვენებლებს არაფერი ემუქრებათ, ვინაიდან, კვირიკაშვილის განმარტებით, ბაკურიანში ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.დილიდან მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვიერთდბა დამატებითი ტექნიკა. უკვე თანხმობა მიღებული გვაქვს თურქეთის მხრიდანაც და აზერბაიჯანის მხრიდანაც და ჩვენ ამ სტიქიას გავუმკლავდებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია
შემდეგი სტატიაჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან |ვიდეო|