გიორგი კვირიკაშვილი : მომავალ წელს, მზად ვიქნებით, დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბერა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის კომპონენტია “სტარტაპების” დაფინანსების ნაწილი, რომელიც გაგრძელდება არა მხოლოდ ინოვაციების მხრივ, არამედ სტარტაპების მიმართულებითაც. პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს საპენსიო რეფორმაზე.

“მომავალ წელს, მზად ვიქნებით, დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა. სამწუხაროდ, ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი დრო დავკარგეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ინტენსიურად ვიმუშავეთ, რათა შეგვემუშავებინა მოდელი მსოფლიო სტანდარტების დახმარებით და დღეს უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც აუცილებელი იქნება ამ საპენსიო სისტემის დანერგვისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი : მსოფლიო ბანკიდან გამოთხოვილია ყველა ის ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც მოხდა ინდექსის გაუარესება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო