გიორგი კვირიკაშვილი: მეგობრობა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში გამიჯნული უნდა იყოს

ვფიქრობ, რომ მეგობრობა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში გამიჯნული უნდა იყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის უპრინციპო გადაწყვეტილება ყველაზე ცოტა იუსტიციის მინისტრის და მისი “მეგობარი” პრემიერის გარეშე არ იქნებოდა მიღებული.

“მე ვფიქრობ, რომ მეგობრობა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამიჯნული ამ ქვეყანაში. მე ვარ ამის მომხრე და ამ საკითხზე არ მგონია, რომ კიდევ დამატებითი განმარტებები უნდა ვაკეთო”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

“მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესის შეჩერებას ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს. ლევან გაჩიჩილაძის “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირების პროცესის შეჩერების თაობაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას. გაჩეჩილაძის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება “ყველაზე ცოტა ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და მისი “მეგობრის” – პრემიერ-მინისტრის გარეშე”, არ იქნებოდა მიღებული.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის ხეივანში ინციდენტის დროს დაჭრილი პირი ქირურგიის ინსტიტუტში გადაიყვანეს
შემდეგი სტატია“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გოგირდის აბანოების ხელმძღვანელებს პასუხობს