გიორგი კვირიკაშვილი მარია გაბრიელს: განსაკუთრებული მადლობა გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს შეთანხმებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ “ტვიტერზე” გამოეხმაურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ევროპარლამენტის მომხსენებელს მარია გაბრიელს.

“კარგი ამბავი ევროპარლამენტისგან საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის: განსაკუთრებული მადლობა ევროპარლამენტის მომხსენებელს მარია გაბრიელს გაწეული დიდი სამუშაოსთვის”.

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს არაფორმალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“ჩვენ გადავდივართ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ფინალურ ფაზაზე”, – განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებლმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მარია გაბრიელმა.

ამასთან, წევრმა ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას დაუკავშირეს. ევროპარლამენტმა და საბჭომ ამ მექანიზმზე შეთანხმებას 7 დეკემბერს მიაღწიეს და მას პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ხუთშაბათს გაიტანენ. ევროპარლამენტის წევრების თხოვნის საფუძველზე, ევროკავშირის თავმჯდომარე სლოვაკეთმა პირობა დადო, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე წერილობით დაუდასტურებს მათ, რომ საბჭო გააკეთებს ყველაფერს საქართველოსთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დამუშავების დასაჩქარებლად. საქართველოს უვიზო რეჟიმი ამოქმედდება იმავე დღეს, როდესაც ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი

banner
წინა სტატიაშივაკეში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდგომ პროცედურებს განმარტავს