გიორგი კვირიკაშვილი: მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

პრემიერმინისტრი ამ წუთებში ესწრება საერთაშორისო ფორუმს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები. ფორუმი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული.

მასში ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები და მეცნიერები მონაწილეობენ. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თავად გახსნა ღონისძიება და დამსწრეებს სიტყვით მიმართა.

მისი განცხადებით, ეკონომიკური ზრდა მოიტანს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას და სოციალურ თანასწორობას. მისივე განმარტებით, კიდევ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებასა და ინოვაციებზე.

“საქართველო არ არის განსაკუთრებულად მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, ამიტომ მთელი ყურადღება უნდა იქნას გადატანილი ჩვენს უმთავრეს რესურსზე – ჩვენს ხალხზე. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. კერძო სექტორის თავისუფლებას და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასთან ერთად, სახელმწიფო რეგულაციების ოპტიმალური მოდელი საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ტავისუფალი საბაზრო ურთიერთობები,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ქალმა მადლობის ნაცვ­ლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მო­მცემთ,­ ვიტყვი, რომ გამაუპატიურ­ეთო”
შემდეგი სტატიასაბავშვო ბაღების თანამშრომლებს ანაზღაურება 5-დან 20%-მდე გაეზარდათ