,,გიორგი კვირიკაშვილი მაღალ თანამდებობებზე ივანიშვილის ხელქვეითებს აწინაურებდა”

ოპოზიციონერი დეპუტატის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მაღალ თანამდებობებზე ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითებს აწინაურებდა. როგორც თაქთაქიშვილმა რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას ივანიშვილის გარეშე ვერ ახერხებს. “თქვენ დააწინაურეთ ბიძინა ივანიშვილის პირადი მფრინავი, შპს “ავიასერვისის” დირექტორი გურამ ჯალაღონია. ეს პიროვნება კარგად არის ცნობილი, როგორც ბიძინა ივანიშვილის პირადი ავიაკომპანიის ხელმძღვანელი. მან 2013 წლის მარტში თქვენი ბრძანების საფუძველზე დაიკავა ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” ხელმძღვანელის თანამდებობა. თქვენ ვერ ხედავთ თქვენს ირგვლივ სხვა კადრებს, რომელთაც შეიძლება დაწინაურება სჭირდებოდეთ, გარდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული ხალხისა. სწორედ ამ ავიაკომპანიას ჰქონდა ექსპლუატაციაში ის ფრანგული ვერტმფრენები, რომელიც 13 ივნისს თქვენმა მთავრობამ არ გამოიყენა უკიდურესად გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების გამოსახსნელადDდა ეს იმიტომ, რომ ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ვერც თავდაცვის სამინისტრო, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვერც თქვენ, ვერ გამოიყენებდით ამ ტექნიკას. მაინტერესებს, გრძნობთ თუU არა პოლიტიკურ პასუხსიმგებლობას. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, როგორ გამოიხატება ერთი პირის შპს-დ ქცეული მთავრობის მუშაობა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პირადად თქვენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგწამოთ. მაგრამ გრძნობთ თუU არა პასუხისმგებლობას, რომ ივანიშვილის ხელქვეითების მიერ გაკეთებული სქემის ფარგლებში, თქვენ ვერ შეძელით ადამიანების სიცოცლხის გადარჩენა”, – მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს. პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობას განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულმა აფხაზეთმა 2016 წელს რუსეთისგან 8 მლრდ რუბლი უნდა მიიღოს
შემდეგი სტატიამინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენლი უახლესი ისტორიის გაყალბებითაა დაკავებული