გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გრძელდება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე.

ხაზი გაესვა გააქტიურებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს. აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ლიტვის პრეზიდენტმა რეგიონის უსაფრთხოების თემებზე იმსჯელეს.

ლიტვის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა
შემდეგი სტატია“თუ ჰააგის ტრიბუნა იტყვის, რომ საქართველოში ეთნიკური წმენდა მოხდა, ეს კონფლიქტის მოგვარებისთვის სასარგებლო იქნება”