გიორგი კვირიკაშვილი ლიტველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ლიტველ კოლეგას, ალგირდას ბუტკევიჩიუსს შეხვდა.
როგორც “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მხარეებმა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.
გიორგი კვირიკაშვილმა ლიტველ კოლეგას გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში საქართველოს წევრად არჩევის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ამ კონტექსტში დაასახელეს თბილისის სკვერი, რომელიც ვილნიუსში დღეს გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინის ეროვნულ პოლიციას ხატიან დეკანოიძე უხელმძღვანელებს